კომპანიაში დასაქმებულია 40-ზე მეტი სპეციალისტი: არქიტექტორი, ქალაქგეგმარების სპეციალისტი, ინჟინერი, დიზაინერი და ვიზუალიზაციის სპეციალსიტი. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვა სფეროს წამყვან სპეციალისტებთან, რაც საშუალებას გვაძლევს კლიენტებს უფრო სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ.
კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან, არტსტუდიო პროექტი მუდმივად ახორციელებს თავის საქმიანობაში ახალგაზრდა არქიტექტორების, სტუდენტების, სტაჟიორების ჩართვას; მათი კრეატიულობა და ახლებური ხედვა ერწყმის გამოცდილი არქიტექტორების ცოდნას, რაც საბოლოო ჯამში ერთობლივ, სრულყოფილ პროდუქტს იძლევა.
ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონსულტანტებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, არტსტუდიო პროექტი მუდმივად ავითარებს თავის უნარებს.
ჩვენი კლიენტია უამრავი კერძო თუ იურიდიული პირი საქართველოს მასშტაბით.