შეკვეთილი
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში, კერძოდ შეკვეთილში.
საპროექტო ტერიტორიას ყველა მხრიდან ესაზღვრება ნაძვნარი, წიწვოვანი ხე-ნარგავები, რომელიც ტყის იმიტაციას იძლევა და ხე-ნარგავებისგან თავისუფალ არეალში განთავსებული შენობები ბუნებრივად ერწყმის გარემოს, რაც ჯანსაღი ხეების დაჯგუფებითა და მწვანე კუნძულების შექმნით “DOT TO DOT”1 თამაშის ინსპირაციით მიიღება, პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს, როგორც არსებული ჯანსაღი ხეების ტერიტორიაზე სრულად შენარჩუნებას, ისე ახალი ხე-ნარგავების დარგვას და კონცენტრირებული სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას, ტყე-პარკების, სხვადასხვა სპორტულ-სანახაობივი, თუ დასასვენებელი სივრცეების დაგეგმარებას.