KA

ნოვოტელი-ორთაჭალა

1412 კვ.მ

ორთაჭალა

2022

საპროექტო მიწის ნაკვეთი (1412კვ.მ) მდებარეობს ქ. თბილისში, ორთაჭალაში გ. გულუას და უსახელოურის ქუჩების კვეთაზე.

შენობა 17 სართულიანია, მიწისქვედა 2 და მიწისზედა 15 სართულით, მიწისქვედა -II სართულზე განთავსებულია 16 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი, ელექტროობის ოთახები, სასმელი და სახანძრო წყლის რეზერვუარები და მათი მომსახურე სატუმბი დანადგარების ოთახები, -I სართულზე დაგეგმარებულია სამზარეულო, პერსონალის ოთახები, ტრანსფორმატორის ოთახები და ავტოსადგომი 8 მანქანაზე, საერთო ჯამში საპროექტო შენობაში განთავსდება 24 ავტომანქანა.

მიწისპირა სართულზე განთავსდება მთავარი შესასვლელი, ლობი, რესტორანი, საბანკეტო დარბაზი და მცირე ზომის სამზარეულო. პირველ სართულზე მოეწყობა დიდი და მცირე ზომის შეხვედრების ოთახები, ადმინისტრაციის ოთახი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები და ტექნიკური ოთახები.

მეორე სართულის ნაწილი ეთმობა სასტუმროს ოთახებს ხოლო ნაწილი სპას და ღია ტერასას აუზით, ღია ტერასაზე განთავსებულია ბარიც. მესემე და მეცამეტე სართულიები ტექნიკური ფუნქციის იქნება, სადაც განლაგდება საინჟინრო დანადგარები, აღნიშნული სართული პერიმეტრზე შემოზღუდული იქნება ჟალუზებით.