9500 მ²
ქეთევან დედოფლის გამზირისა და თელავის ქუჩის კუთხე
2017
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.მახარაშვილი, ს.ლობჟანიძე, ტ.მიქაუტაძე
პროექტი მიზნად ისახავს სამორინეს და მიწისქვეშა ავტოსადგომის დაგეგმარებას, თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებისა და სტანდარტების მიხედვით. საპროექტო მიწის ნაკვეთი (24500მ2) მდებარეობს ქალაქი თბილისში, ქეთევან დედოფალის გამზირსა და თელავის ქუჩის კუთხეში). ნაკვეთს ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება გუთნის ქუჩა და საცხოვრებელი სახლები, აღმოსავლეთის მხრიდან თელავის ქუჩა, სამხრეთის მხრიდან ქეთევან დედოფლის ქუჩა, ხოლო დასავლეთის მხრიდან სარეკრეაციო ზონა. მიწის ნაკვეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ და მისი დამხმარე ნაგებობები. ნაკვეთის ჩრდ. ნაწილში. სასტუმროს წინ ტერასობრივად განთავსებულია ერთ-ორ სართულიანი მოცულობები. ტერიტორია ხასიათდება რთული რელიეფით. აბსოლუტური ნიშნულები ზღვის დონიდან +423.07 -დან +435.27-მდე მერყეობს.
საპროექტო შენობა არის 3 სართულიანი, მიწის დონის ქვედა ორ სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი 168 ავტომანქანაზე, მათ შორის ექვსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის. ავტოსადგომში მოხვედრა შესაძლებელია საპროექტო სამანქანო პანდუსით -I სართულის დონეზე, ხოლო -II სართულზე ვხვდებით შიგა სამანქანო პანდუსით. რაც შეეხება სამორინეს სართულს, მთავარი შესასვლელი გამოდის სამხრეთ ფასადზე, ხოლო სასტუმროსთან კავშირი შესაძლებელია კიბის უჯრედით და ლიფტით, რომელიც უკავშირდება სასტუმროს 0.00 დონეს შემინული დერეფნით; შენობის ძირითადი ფასადი მოპირკეთებულია სხვადასხვა ფაქტურის ფასადის შეკიდული კერამიკული ფილებით. შემინვა გათვალისწინებულია ფორმირებული მინის პანელებით. ფასადზე ასევე გათვალიწინებულია ვერტიკალური გამწვანება. გადახურვის ნაწილზე, რომელიც გამოდის ქეთევან დედოფლის გამზირზე ასევე გათვალისწინებულია გამწვანებული გადახურვა. შენობის სტრუქტურას წარმოადგენს საძირკვლის ფილაზე დაფუძნებული სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც შედგება ბეტონის კედლებისგან, სვეტებისგან, კაპიტელებისგან, სართულშუა გადახურვის ფილებისგან და სახურავის ფილისგან. სასტუმროსა და საპროექტო შენობას შორის გათვალისწინებულია რ/ბ ხიმინჯების მწკრივი.