8001 m²
მტკვრის მარჯვენა სანაპირო, თამარ მეფის ხიდი
2013
საპროექტო ტერიტორია (ფართობი 8001 კვ.მ.) მდებარეობს ქ. თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე თამარ მეფის ხიდსა და ცირკთან შესახვევ გზას შორის. ნაკვეთი ხასიათდება ძლიერი რელიეფურობით, განსხვავება დონეებს შორის 18 მეტრს აღწევს; ესკიზური პროექტით გათვალისწინებულია ორი მრავალსართულიანი მოცულობის მშენებლობა, რომელიც გაერთიანებული იქნება საერთო “პიედესტალით”, რაც ტერასულად შეავსებს დონეთა შორის სხვაობას. კომპლექსის მარცხენა მოცულობაში სასტუმრო განთავსდება, ხოლო მარცხენა მოცულობაში საოფისე ცენტრი. მათ გამაერთიანებელ “პოდიუმში” განთავსდება მრავალსართულიანი ავტოსადგომი და კომპლექსის ფუნქციონირებისათვის საჭირო ობიექტები.
მარჯვენა მოცულობა (ოფისები) სიმაღლეში რამდენიმე სართულით აღემატება სასტუმროს შენობას. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია სასტუმროს თავზე მოწყობილი ორსართულიანი მსუბუქი კონსტრქუციის მოცულობით, სადაც შესაძლოა განთავსდეს პანორამული რესტორანი, რომელსაც შენობის ფასადზე გამოსული ლიფტები მოემსახურება; შენობის არქიტექტურა კონტრასტულად განსხვავდება ერთმანეთისაგან; სასტუმროს შენობა მოპირკეთდება შეკიდული საფასადე პანელებით, ხოლო საოფისე შენობა ძირითადად მინით. ავტოსადგომების ფასადზე გამოყენებულია ლითონის მსუბუქ კარკასზე შეკიდული გამწვანებული ელემენტები. კომპლექსის ძირითადი მისასვლელი განლაგებულია ცირკის შესახვევიდან მოწყობილ გზაზე. ამ დონეზე მოწყობილი ღია ავტოსადგომები. ასევე აქედან შესაძლებელია დახურული პანდუსის მეშვეობით მიწისქვეშა ავტოსადგომებში მოხვედრა. ავტოსადგომებიდან გამოსასვლელები განლაგებულია სხვადასხვა დონეზე სანაპიროს მხრიდან.