ნაკვეთის ფართობი -7000მ2; საპროექტო ფართობი - 4193.5მ2
ქ. თბილისი, იუსტინე აბულაძის ქუჩა N 15
2019-2021
პროექტირების პერიოდი: 2019 წ. მშენებლობის პერიოდი: 2020-2021 წ.წ.
საპროექტი გუნდი:
გ. სულაბერიძე, ჭ. ხოსიაური, ნ. ბოკერია, ნ. ივანიძე, თ. იაკობიძე.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისის გეოგრაფიულ ცენტრში, გარე ავლაბარში.
პირველ ეტაპზე მშენებლობა წარმოდგენილია ნაკვეთში, სადაც მდებარეობს ერთსართულიანი, ბარაკული ტიპის შენობები, რომლებსაც არქიტექტურული და ისტორიული ღირებულებები არ გააჩნია. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მათი დემონტაჟი და მათ ადგილას აშენედება საცხოვრებელი უბანი. შერეული ფუნქციის ძირითად გეგმარებით ღერძს წარმოადგენს არსებული შენობები, რომელთა რეკოსნტრუქცია-რეაბილიტაციის შედეგად მათში შესაძლებელია სხვადასხვა კომერციული ობიექტების განთავსება, რომელიც ძირითად კულტურულ და სახელოვნებო დარგებთან იქნება დაკავშირებული. შემოფარგლული არკადებით და დაგვირგვინებული მაღლივი დომინანტით, პროექტის ავტორების მოსაზრებით ავლაბრის ცენტრში შეიქმნება საინტერესო ურბანული სივრცე, რომელიც გარკვეული განვითარების იმპულსს მისცემს არა მარტო საპროექტო ტერიტორიას, არამედ გარე ავლაბრის სხვა მიმდებარე უბნებსაც.