KA

მრავალფუნქციური კომპლექსი ელბაქიძეზე

12540 მ²

სანაპიროს ქ. 8

2017

გუნდი ო. სულაბერიძე, მ. ჯინჭარაძე

არტსტუდიო პროექტი

თანამედროვე მრავალფუნქციურ და ჰიბრიდულ შენობებში ყოველთვის ხდება საზოგადოებრივ სივრცეზე ყურადღების გამახვილება და ხშირად მათი ინტეგრაცია შენობაში – პარკების და საზოგადოებრივი მოედნების. პროექტი მიზნად ისახავს მოახდინოს მომიჯნავე სკვერთან მჭიდრო კავშირის დამყარება, რითაც არსებული ლანდშაფტი გახდება ახალი შენობის ფუნქციური ელემენტების განუყოფელი ნაწილი და მოხდება ერთი მხრივ პარკის გააქტიურება და მეორე მხრივ – შენობისთვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცის შექმნა. ქუჩის დონეზე მდებარეობს მთავარი შესასვლელი შენობის კომერციულ და საკონფერენციო სივრცეებში, და მოძრავი კიბის მეშვეობით უკავშირდება 2 სართულს, რითაც პარკთან მეტად მარტივი კავშირი მყარდება. მეორე სართული პარკის ნიშნულს უსწორდება, სადაც მდებარეობს შესასვლელი რესტორანში. შენობის ფასადები ხედებზეა ორიენტირებული ოფისში კომფორტული გარემოს შესაქმნელად. საპროექტო შენობა აერთიანებს ერთი მხრივ თანამედროვე საოფისე შენობების ეფექტურ გეგმარებას და განაწილებას, და, მეორე მხრივ – მომიჯნავე პარკის ლანდშაფტს და პროპორციებს. პარკის ელემენტები ოფისების სხვადასხვა სართულებზეა გადანაწილებული გამწვანებული ღია ტერასების სახით.