არტსტუდიო პროექტის ნამუშევრების კატალოგი

იხილეთ არტსტუდიო პროექტის ნამუშევრების კატალოგი მშენებლობის ხელოვნება -ჩვენი მოწოდებაა

განახლებული გუდიაშვილის მოედანი – “არტსტუდიო პროექტის” ნამუშევარი

სულ ცოტა ხნის წინ თბილისში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. ეს ის ადგილია, რომლის განახლებასაც დიდხანს და ძალიან ელოდა ყველა. ამ პროცესში თავის პარტნიორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული “არტსტუდიო პროექტი“, რომელმაც მოედნის მიმდებარედ 9 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, 2019 წლის დეკემბერში “თბილისის განვითარების ფონდის” დაკვეთით დაიწყო.

სტუმრად გადაცემაში ,,რა დროს ძილია • No Time to Sleep” სამშენებლო რეგულაციებისა და ქაოტური განაშენიანების შესახებ

სტუმრები: ,,არტ სტუდიო პროექტის” დამფუძნებელი გიორგი სულაბერიძე და ,,არტ სტუდიო პროექტის” ლიდ. არქიტექტორი – სანდრო ლობჟანიძე.

თიბისის ახალი სათავო ოფისის მშენებლობა დაიწყო

„თიბისი ფორუმის“ მშენებლობის ნებართვა გაიცა და დღეს, 2018 წლის 17 დეკემბერს, არტსტუდიო პროექტის გუნდი დაესწრო თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დაწყების ცერემონიას. ჩვენ გვეამაყება UNStudio-ს არქიტექტორების, ინჟინრებისა და მენეჯერების შესანიშნავ საერთაშორისო გუნდთან ერთად ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა. გილოცავთ ყველას !

სავაჭრო-საოფისე შენობის გახსნა ბელიაშვილის ქუჩაზე

დღეს შედგა თერმოინდუსტრიის სავაჭრო-საოფისე და სასაწყობო შენობის გახსნა. მშენებლობა 2016 წლიდან მიმდინარეობდა და ამჟამად შენობა შესულია ექსპლუატაციაში.

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა თავისუფალ უნივერსიტეტში

თავისუფალ უნივერსიტეტში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, შპს „არტსტუდიო პროექტსა“ და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც მხარეები ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ მატერიალურ და ადამიანურ რესურსების მობილიზებას ამ პროგრამის შემუშავებისთვის, განხორციელებისა და განვითარებისთვის.

ArchiFest 2016 – მე- 5 საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალი

წელს 107 არქიტექტურული პროექტი იქნა წარმოდგენილი რიგით მე-5 საერთაშორისო არქიტექტურულ ფესტივალზე, რომელიც ტარდება საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და ჟურნალ სტილის ორგანიზებით.

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

არტსტუდიო პროექტის დამფუძნებელსა და მთავარ არქიტექტორს გიორგი სულაბერიძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება ამ სფეროში გაწეული დაუღალავი შრომისთვის და კვლევითი საქმიანობისთვის.

იდეა მელიქიშვილი

დამთავრდა არქიტექტურული კონკურსი, რომელიც ვარაზისხევისა და მელიქიშვილის კუთხეში “ასაშენებელი Luxury ტიპის, მრავალფუნქციური საცხოვრებელი შენობის ესკიზურ პროექტზე” დამკვეთის, შპს “იდეა მელიქიშვილის” მიერ, “საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის” საორგანიზაციო ხელშეწყობით და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მხარდაჭერით იყო გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობდა არტსტუდიო პროექტი, რომლის წარდგენილი კონცეფციაც მოხვდა სამ გამარჯვებულ ვარიანტს შორის.

სემინარ-ვორქშოპში “ცხოვრების ხარისხი”

8 დეკემბერს 2015 ‘არტსტუდიო პროექტის’ ახალგაზრდა თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს არქიტექტურულ სემინარ-ვორქშოპში “ცხოვრების ხარისხი”, არქიტექტურის გააზრება მდგრადი მომავლისთვის, ჰოლანდიური და ქართული პერსპექტივები.

“The Plan”

საერთაშორისო არქიტექტურული ჟურნალ პლანის (The Plan) 2015 წლის ნოემბრის გამოშვებაში (#086), რუბრიკა „ქალაქის გეგმა“ მიეძღვნა თბილისის გენგეგმას; სტატიის ავტორები არიან ჩვენი კომპანიის იტალიელი პარტნიორები თბილისის გენგეგმის კონკურსში ანდრეა ბოჩეტი (მეტროგრამა) და ფედერიკო პაროლოტო (ემ-აი-სი).

თბილისის გენგეგმა

2015 წლის მაისში, თბილისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით. არტსტუდიო პროექტი მონაწილეობდა კონკურსში ისეთ უცხოელ პარტნიორებთან ერთად როგორიცაა მეტროგრამა, ემ-აი-სი და აეკომი. ჟიური შედგებოდა 25 წევრისგან, მათ შორის ქალაქის თვითმმართველობის წარმოამდგენლები, ადგილობრივი არქიტექტორები და უცხოელი ექსპერტები (PricewaterhouseCoopers PWC); ჟიურის თავჯდომარეობდა თბილისის მერი. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა სექტემბრის თვეში.

არქიტექტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალი

საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის” “არქიტექტორთა კლუბის” ჟურნალ “STYLE”-ს ეგიდით და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა არქიტექტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალი. არტსტუდიო პროექტი “მრავალბინიანი სახოვრებელი სახლი მთაწმინდაზე”, მოხვდა სამ საუკეთესო პროექტს შორის.

ქალაქი რუსთავის გენერალური გეგმა

2014 წლის 30 იანვარს,” შერატონ მეტეხი პალასი”-ში შედგა USAID-ის მხარდაჭერით (G-3 დემოკრატიული მმართველობა საქართველოში) განხორციელებული პოექტის შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც “არტსტუდიომ” წარადგინა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის გენერალური გეგმა. პროექტი რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.