ka

არტსტუდიო CGI

პროექტირების პროცესში არტსტუდიო პროექტი ყოველთვის იყენებს 3D პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა ნახოს პროდუქტი სამ განზომილებაში და სწორად აღიქვას სივრცეების განაწილება და შესაბამისობა ერთმანეთთან. ვირტუალური გამოსახულება იდეალურად ეხმარება დამკვეთს სწორად გაიგოს პროექტის მნიშვნელობა და ვიზუალი პროექტირების ადრეულ ეტაპზევე.

ვიზუალიზაციის ხელოვნებამ, რომელიც 15 წლის განმავლობაში ვითარდებოდა და იხვეწებოდა ჩვენი პროფესიონალების მიერ, დაბადა იდეა პროექტირების პარალელურად დაარსებულიყო კომპანია “Artstudio 3D”, რომელიც მაღალ-პროფესიონალთა გუნდით შესთავაზებდა დამკვეთებს მაღალ დონეზე შესრულებულ 3დ ვიზუალიზაციას და ეფექტებს.

გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა: მოდელირება და რენდერი – Autodesk 3DS MAX (V-RAY RENDERER-ის გამოყენებით, ITOO SOFTWARE, SHADER MAP PRO), Post-Production – Adobe Photoshop, Adobe After Effects.

ჩვენი მიზანია – მაღალი ხარისხის 3დ გამოსახულების წარმოება.

ჩვენი პროფესიონალები ქმნიან უმაღლესი ხარისხის 3D გამოსახულებებს, არქიტექტურულ რენდერებს, 3D ურბანულ მოდელებს და 3D ინტერიერს, ანუ ეფექტურ და ცოცხალ ციფრულ გადაწყვეტებს.

შეთავაზებული რეზოლუციები:

  • HD res. – 1280×720
  • FHD res. – 1920×1080
  • 2K res. – 2560×1440
  • 4K UHD res. – 3840×2160

ჩვენი გამოცდილება ამ სფეროში მოიცავს ინტერიერებს, გენგეგმებს, მაღალსართულიან შენობებს, ინდივიდუალურ სახლებს, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს, კურორტებსა და კეთილმოწყობას.

ზუსტი და მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია რეკლამისა და გაყიდვების წარმატებული იარაღია.

კრეატიული გუნდის მიზანია არქიტექტორის, დეველოპერების, სარეკლამო კომპანიების, უბრალოდ კერძო პირების და ნებისმიერი დამკვეთის სურვილის სწორად გაგება და განხორციელება. “Artstudio 3D” -ს გააჩნია უსაზღვრო შესაძლებლობა აქციოს თქვენი იდეა რეალობად.

იხილეთ ჩვენი 3D Rendering Portfolio ან დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის.