ka
  • საცხოვრებელი სახლი გრიშაშვილზე

საცხოვრებელი სახლი გრიშაშვილზე

2150 მ²

გრიშაშვილის ქუჩა, თბილისი

2018

პირველი გუნდი – ო. სულაბერიძე, ნ. ჭეიშვილი, მ. ჯინჭარაძე
მეორე გუნდი – ჭ. ხოსიაური, დ. რუსიტაშვილი, ბ. ხელაძე

ეფექტური
კომფორტული
აქტიური
მშვიდი

ტექნიკური დავალება მდგომარეობდა ძველი თბილისის ცენტრთან ახლოს საცხოვრებელი სახლის დაპროექტებაში. ჩატარდა შიდა კონკურსი. ამ ორმა პროექტმა დააგროვა ქულათა უმეტესი რაოდენობა. პირველმა გუნდმა დააპროექტა კომპლექსი, რომელიც სახლის ორი სხვადასხვა ტიპისგან შედგება, აქცენტი კი გაკეთებულია პოტენციურ მაცხოვრებელთა მრავალფეროვნებასა და შენობების ტერიტორიაზე განთავსების თავისებურებაზე. სახელებიც შესაბამისადაა შერჩეული: თაუნჰაუსი (მშვიდი) და ურბან ჰაუსი (აქტიური).

მეორე გუნდმა აქცენტი გააკეთა მასალებსა და შენობის დეკორზე, რათა იგი უკეთ ჩაწერილიყო ძველი ქალაქის კონტექსტში.