სტუმრები: ,,არტ სტუდიო პროექტის” დამფუძნებელი გიორგი სულაბერიძე და ,,არტ სტუდიო პროექტის” ლიდ. არქიტექტორი – სანდრო ლობჟანიძე.
„თიბისი ფორუმის“ მშენებლობის ნებართვა გაიცა და დღეს, 2018 წლის 17 დეკემბერს, არტსტუდიო პროექტის გუნდი დაესწრო თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დაწყების ცერემონიას. ჩვენ გვეამაყება UNStudio-ს არქიტექტორების, ინჟინრებისა და მენეჯერების შესანიშნავ საერთაშორისო გუნდთან ერთად ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა.
გილოცავთ ყველას !
დღეს შედგა თერმოინდუსტრიის სავაჭრო-საოფისე და სასაწყობო შენობის გახსნა. მშენებლობა 2016 წლიდან მიმდინარეობდა და ამჟამად შენობა შესულია ექსპლუატაციაში.
თავისუფალ უნივერსიტეტში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, შპს „არტსტუდიო პროექტსა“ და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც მხარეები ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ მატერიალურ და ადამიანურ რესურსების მობილიზებას ამ პროგრამის შემუშავებისთვის, განხორციელებისა და განვითარებისთვის.
წელს 107 არქიტექტურული პროექტი იქნა წარმოდგენილი რიგით მე-5 საერთაშორისო არქიტექტურულ ფესტივალზე, რომელიც ტარდება საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და ჟურნალ სტილის ორგანიზებით.
15 ოქტომბერს, სასტუმრო რედისონში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის მერი, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, უცხოელი არქიტექტორები ად დიზაინერები.
ნომინაციაში „საცხოვრებელი შენობა“ გაიმარჯვა არტსტუდიოს პროექტმა „მეტრა-პარკი“, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსი გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვდა სამ საუკეთესო პროექტს შორის.
გარდა ამისა, ჩვენი ახალგაზრდა არქიტექტორების კონცეფციამ, რომელიც ითვალსიწინებდა ბოლონიაში ყოფილი ქაღალდის ქარხნის რეგენერაციას, ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და მოხვდა სამ საუკეთესო არქიტექტურულ პროექტს შორის.
არტსტუდიო პროექტის დამფუძნებელსა და მთავარ არქიტექტორს გიორგი სულაბერიძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება ამ სფეროში გაწეული დაუღალავი შრომისთვის და კვლევითი საქმიანობისთვის.
გაგრძელება »
დამთავრდა არქიტექტურული კონკურსი, რომელიც ვარაზისხევისა და მელიქიშვილის კუთხეში “ასაშენებელი Luxury ტიპის, მრავალფუნქციური საცხოვრებელი შენობის ესკიზურ პროექტზე” დამკვეთის, შპს “იდეა მელიქიშვილის” მიერ, “საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის” საორგანიზაციო ხელშეწყობით და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მხარდაჭერით იყო გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობდა არტსტუდიო პროექტი, რომლის წარდგენილი კონცეფციაც მოხვდა სამ გამარჯვებულ ვარიანტს შორის.
ბოლო კომენტარები