ka

კვლევა

ჩვენი კომპანია ავითარებს საპროექტო გამოცდილებას არქიტექტურულ და ურბანულ სფეროში აქტიური მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესი მეტად დიდია სამშენებლო კოდებისა და სტანდარტების მიმართ (რაც უშუალოდ უკავშირდება უსაფრთხო და მდგრადი პროექტის შექმნას), 2012 წელს არტსტუდიომ თანადაარსა არაკომერციული ორგანიზაცია „შენობა-ნაგებობათა ინსტიტუტი“ (GIB) “, რომლის მთავარი მიზანიცაა  შესაბამისი კანონმდებლობის, ტექნიკური რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავების ხელშეწყობა და დანერგვა საქართველოში და ასევე ამ სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.
2013 წლიდან, ჩვენი კომპანია არის IAKS-ის (სპორტისა და დასვენების ობიექტების საერთაშორისო ასოციაცია) ოფიციალური წევრი. ეს ორგანიზაცია ოფიციალურად აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ (IOC).  IAKS-სის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით შექმნას მაღალი კლასის, ფუნქციური და მდგრადი სპორტული ობიექტები, სადაც ადგილი ექნება საერთაშორისო გაცვლებს და სტანდარტების ხარისხის ამაღლებას. ეს იქნება შეხვედრის ადგილი არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისთვის, დიზაინერებისთის, კლიენტებისთვის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისთვის, ტექნიკური მენეჯმენტისა და სპორტული ფედერაციებისა თუ კლუბებისთვის.
2014 წლიდან არტსტუდიო პროექტი არის “Green Building Council Georgia” (მწვანე მშენებლობების საბჭო საქართველოში) წევრი; ეს არის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია  სხვადასხვა ქვეყნის 118 მწვანე მშენებლობის საბჭო. წევრი ორგანიზაციების მიზანია შენობები, თემები და მომხმარებლის დამოკიდებულება იყოს მდგრადი. GBC საქართველო მხარს უჭერს საქართველოს ბაზარზე მწვანე მშენებლობის დანერგვას – სამშენებლო ინდუსტრიის და უძრავი ქონების ბაზრის ტექნიკურ დახმარებას,  ინფორმირებულობას, სახელმწიფოს ჩართულობას .
კომპანიის დიდმა ინტერესმა და მოღვაწეობამ ქალაქგეგმარების სფეროში, ასევე აქტიურმა მონაწილეობამ თბილისის გენგეგმის კონკურსში 2015 წელს, დაბადა იდეა შექმნილიყო ჟურნალი „ურბანი“, რომელიც იქნებოდა იმ სპეციალისტების დებატების და აზრის გამოთქმის ასპარეზი, ვისაც გული შესტკივა ქალაქისთვის, მისი განვითარებისა და მაცხოვრებლებსითვის. ამ ეტაპზე გამოსულია ჟურნალის ორი ნომერი.

ჩვენი არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი მოღვაწეობის მთავარი მიზანია ახალი გადაწყვეტებით ვუპასუხოთ ტრადიციულ გამოწვევებს და შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი როგორც კლიენტებს, ასევე საზოგადოებას.