ka

თბილისის გენგეგმა

სიახლეები

2015 წლის მაისში, თბილისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით. არტსტუდიო პროექტი მონაწილეობდა კონკურსში ისეთ უცხოელ პარტნიორებთან ერთად როგორიცაა მეტროგრამა, ემ-აი-სი და აეკომი. ჟიური შედგებოდა 25 წევრისგან, მათ შორის ქალაქის თვითმმართველობის წარმოამდგენლები, ადგილობრივი არქიტექტორები და უცხოელი ექსპერტები (PricewaterhouseCoopers PWC);  ჟიურის თავჯდომარეობდა თბილისის მერი. კონკურსის საბოლოო  შედეგები გამოქვეყნდა სექტემბრის თვეში.

 

კონსორციუმმა არტსტუდიო პროექტი/მეტროგრამა/ემ-აი-სი/აეკომი დაიკავა მეორე ადგილი. კონკურსის გამარჯვებული გახდა  ასოციაცია „მომავლის ქალაქი“, ხოლო მესამე ადგილი ერგო კომპანია გეოგრაფიკს და მის პარტნიორებს -KCAP/Buro Happold/Studia 21.

 


გამოხატეთ თქვენი აზრი